„როიტერი“ - „გილეადის“ პრეპარატის კვლევის შედეგები მაისის შუა რიცხვებში შეიძლება გახდეს ცნობილი
„როიტერი“ - „გილეადის“ პრეპარატის კვლევის შედეგები მაისის შუა რიცხვებში შეიძლება გახდეს ცნობილი

ამერიკული კომპანია „გილეადის“ პრეპარატის კვლევის შედეგები შესაძლოა, მაისის შუა რიცხვებში იყოს ცნობილი, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ კვლევაში ჩართულმა მთავარმა ექიმმა, ანდრე კალილიმ უთხრა.

საუბარია პრეპარატ „რემდესივირზე“, რომლის კლინიკური გამოცდა თებერვალში დაიწყო. არაოფიციალური ცნობით, პრეპარატმა „კოვიდ-19“-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებზე დადებითად იმოქმედა.

ჰიუსტონის ჰოსპიტალში „რემდესივირით“ 41 პაციენტს უმკურნალეს. მათგან არც ერთი არ გარდაცვლილა. 50 პროცენტი კი, უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. თუმცა, როგორც ექიმები აცხადებენ, პრეპარატის ფართო გამოყენებისთვის საჭიროა უფრო მეტი კვლევის ჩატარება.

როგორც „როიტერთან“ საუბარში ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პროფესორმა, კალილიმ განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს გამოცდა, რაც დროსაც პაციენტების ნაწილს „რემდესივირს“, მეორე ნაწილს კი პლაცებოს აძლევენ. მისივე თქმით, კვლევაში 500-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა.

როგორც პროფესორი აცხადებს, კლინიკური გამოცდის შედეგები სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

ამასთან „როიტერის“ ცნობით, კომპანია „გილეადი“ თავადაც ატარებს „რემდესივირის“ კვლევას, რა დროსაც პრეპარატის გადასხმას ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებს უკეთებენ. კვლევაში 6 000 პაციენტი მონაწილეობს და მისი შედეგები აპრილის ბოლოს უნდა იყოს ცნობილი.