„როიტერი“ - ღაზას სექტორში იერიშის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა
„როიტერი“ - ღაზას სექტორში იერიშის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზას განხოციელებულ იერიშს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელზე მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო იერიშს კი, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„როიტერის“ ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა, მას შემდეგ, რაც მოძრაობა „ჰამასმა“ თელავ ივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ღაზაში ცხრასართულიანი შენობა დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში ჰამასის დაზვერვის ცენტრი იყო განთავსებული. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ორი ლიდერის ლიკვიდაცია შეძლეს.