„როიტერი“ – ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

22:23, 29.11.2025
Smoke rises after Israeli air strikes in Gaza, as seen from southern Israel, amid the ongoing conflict between Israel and the Palestinian group Hamas, November 21, 2023. REUTERS/Alexander Ermochenko

Smoke rises after Israeli air strikes in Gaza, as seen from southern Israel, amid the ongoing conflict between Israel and the Palestinian group Hamas, November 21, 2023. REUTERS/Alexander Ermochenko

ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, – „როიტერის“ ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ დაღუპულთა ოჯახის წევრები და მედიკოსები ავრცელებენ.

დაღუპულთა ნათესავების თქმით, სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის აღმოსავლეთით 10 და 12 წლის ძმები შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც ისინი ისრაელის თავდასხმის სამიზნეები გახდნენ.

„როიტერის” ინფორმაციით, ისრაელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ღაზის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, სულ მცირე, 354 პალესტინელი დაიღუპა. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში „ჰამასის” თავდასხმებს სამი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ისრაელმა და „ჰამასმა“ ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

მსგავსი