„როიტერი“ - ღაზაში გაერო-ს საწყობი გაძარცვეს, შემთხვევის დროს, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
ღაზაში გაერო-ს საწყობი გაძარცვეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ შემთხვევის დროს საწყობში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. გაერო-მ ისრაელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაზარდოს საკვების მიწოდება, რათა „ხალხი დარწმუნდეს, რომ შიმშილით არ მოკვდება“.
გაერო-ში აცხადებენ, რომ დახმარების ის რაოდენობა, რომლის მიწოდებასაც ისრაელი უშვებს, ჰგავს „სამაშველო ნავის გაგზავნას ჩაძირულ გემთან“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერის, მუჰამედ სინვარის მოკვლა „ჰამასის სრული დამარცხების“ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯი იყო.
ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზაში დახმარების მიწოდება 19 მაისს განაახლეს. მას შემდეგ ღაზაში დახმარების 876 სატვირთო მანქანა შევიდა.