„როიტერი“ - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ვიზიტით ჩავა
„როიტერი“ - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ვიზიტით ჩავა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ვიზიტით ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, შოლცმა არ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, გაემგზავრება თუ არა მასთან ერთად ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

გერმანიის კანცლერი ჩინეთში ბიზნესის ლიდერების დელეგაციასთან ერთად ჩავა. შოლცის ოფისის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ვიზიტი ნოემბრის დასაწყისში შედგება.

ოლაფ შოლცის ვიზიტი ჩინეთში დაგეგმილია იმის ფონზე, როდესაც ბერლინი განიხილავს თავის სავაჭრო ურთიერთობებს პეკინთან, ხოლო შოლცის კოალიცია მართავს დისკუსიას, დაუშვას თუ არა ჩინური კომპანიის Cosco-ს ინვესტიცია გერმანიის უმსხვილეს პორტში, ჰამბურგში.