„როიტერი“ - გერმანიამ საქართველო, იორდანია, რუმინეთი და ტუნისი კორონავირუსის რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა
„როიტერი“ - გერმანიამ საქართველო, იორდანია, რუმინეთი და ტუნისი კორონავირუსის რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიამ საქართველო, იორდანია, რუმინეთი და ტუნისი კორონავირუსის რისკის შემცველ ქვეყნებად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასულ ადამიანებს კარანტინის გავლა მოუწევთ.

რისკის შემცველი ქვეყნების სია რობერტ კოხის ინსტიტუტმა დღეს განაახლა. ამ სიაში ასევე მოხვდა ნიდერლანდების, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიეტუვას, სლოვაკეთისა და უნგრეთის რამდენიმე რეგიონი. საფრანგეთის კუნძული კორსიკა კი, სიიდან ამოიღეს.

გერმანია რეგიონებს რისკის შემცველად იმ შემთხვევაში აცხადებს, თუ შვიდი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 50-ს აღემატება.