„როიტერი“ – გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას დააფინანსებს
გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას დააფინანსებს. ინფორმაციას „როიტერი“ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გერმანია უკრაინისთვის Shrike-ს დრონებს შეისყიდის. ის აღჭურვილია აშშ-ის თავდაცვის ტექნოლოგიების ფირმის, Auterion-ის პროგრამული უზრუნველყოფით.
Auterion-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლორენც მეიერმა დაადასტურა კონტრაქტის მოცულობა და აღნიშნა, რომ მისი ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა.
გამოცემის ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ომის დაწყებიდან დღემდე ეს კიევისთვის დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.
როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინა დიდწილად არის დამოკიდებული უპილოტო საფრენ აპარატებზე და ყოველწლიურად მილიონობით დრონს აწარმოებს, რადგან უკრაინული ძალები ყოველდღიურად ათასობით დრონს იყენებენ.