„როიტერი“ - გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისა“ პარტია „ფიდესთან“ შედარებით ათი პროცენტით ლიდერობს
Zavecz Research-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისა“ ვიქტორ ორბანის პარტიასთან, „ფიდესთან“ შედარებით ათი პროცენტული პუნქტით ლიდერობს.
გამოკითხვის თანახმად, „ფიდესს“ უფრო მეტად 59 წელზე უფროსი ასაკის ამომრჩევლებში აქვს მხარდაჭერა, რომლებიც სოფლებსა და პატარა ქალაქებში ცხოვრობენ, ხოლო ოპოზიციურ პარტია „ტისას“ ახალგაზრდები უჭერენ მხარს.
19-24 იანვარს Zavecz Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პარტია „ტისას“ 49% უჭერს მხარს, პარტია „ფიდესს“ – 39%, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიას ამომრჩევლების ხუთმა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
გამოკითხვის თანახმად, „ტისას“ მხარს უჭერს 39 წელზე დაბალი ასაკის ამომრჩეველთა 41%, „ფიდესს“ – 22%. რაც შეეხება 59 წელზე უფროსი ასაკის ამომრჩევლებს, ამ კუთხით უპირატესობა აქვს პარტია „ფიდესს“, რომელსაც ამ კატეგორიის 38% უჭერს მხარს, „ტისას“ კი – 35%.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.