„როიტერი“ - გაერო-მ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად განიხილება
„როიტერი“ - გაერო-მ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად განიხილება

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად განიხილება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კოსტა-რიკის, მალდივის კუნძულების, მაროკოს, შვეიცარიისა და სლოვენიის მიერ წამოყენებულ რეზოლუციას 43-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და იაპონიამ თავი შეიკავეს.

მიუხედავად კრიტიკისა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო აშშ ამჟამად არ არის 47 წევრისგან შემდგარი საბჭოს წევრი.