„როიტერი“ - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის პარლამენტი რატიფიცირებას, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებისთვის განახორციელებს
„როიტერი“ - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის პარლამენტი რატიფიცირებას, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებისთვის განახორციელებს

ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის პარლამენტი რატიფიცირებას, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებისთვის განახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის ამ მოთხოვნას პარლამენტს მალე გაუგზავნის. აღსანიშნავია, რომ ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს ანკარაში ვიზიტით 16 მარტს ელოდებიან.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი დანაპირებს ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ შეასრულებს.