„როიტერი“ - ევროკომისიის განცხადებით, 2027 წლიდან ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიებისთვის რუსული თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა აიკრძალება
ევროკომისიის განცხადებით, 2027 წლიდან ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიებისთვის რუსული თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა აიკრძალება. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ კომპანიებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა აეკრძალებათ მაშინაც კი, თუ ისინი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.
„კომპანიებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირით მესამე ქვეყნებში ვაჭრობა აეკრძალებათ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, რუსული თხევადი ბუნებრივი აირი ევროკავშირისთვისაა განკუთვნილი თუ არა“, – ნათქვამია ევროკავშირის ენერგეტიკის კომისრის, დენ იორგენსენის წერილში.