„როიტერი“ – ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე, რომლებიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხება

19:23, 11.11.2026

ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფინანსურ სისტემაში, ჩრდილოვანი ფლოტის ქსელსა და დეზინფორმაციის კამპანიებში ჩართული 145 იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ, – ამის შესახებ „როიტერს“ ევროკავშირის დიპლომატებმა განუცხადეს.

მათივე ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სავარაუდოდ ორშაბათს შეხვედრაზე გამოაცხადებენ კონკრეტულ სიას, შემდეგ კი სანქციები ძალაში შევა.

„როიტერის“ ცნობით, სანქციების სია გაფართოვდა ორი მიზეზის გამო – ესაა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული საქმიანობა. წყაროების ცნობით, ჰიბრიდული საქმიანობის გამო სიაში 31 იურიდიული და ფიზიკური პირი მოხვდა.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ახალი სასანქციო სია შემუშავდა გერმანიის ქალაქ ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში დრონებით თავდასხმის მცდელობის საპასუხოდ, რაშიც ბერლინი მოსკოვს ადანაშაულებს. რუსეთმა არაერთხელ უარყო ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოება, ნატო-ს ქვეყნებში დივერსიულ ოპერაციებში მონაწილეობა ან რაიმე სახის კონფრონტაციის დაგეგმვა.

მსგავსი