„როიტერი“ - ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ მოძრაობა „ჰეზბოლასთვის“ დრონების ნაწილების მიწოდების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ბარსელონაში სამი ეჭვმიტანილი დააკავა
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ მოძრაობა „ჰეზბოლასთვის“ დრონების ნაწილების მიწოდების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ბარსელონაში სამი ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, იდენტიფიცირებული დრონების ტიპი შეესაბამება მოწყობილობებს, რომლებსაც რამდენიმე კილოგრამის წონის ასაფეთქებელი ნივთიერების შორ მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლიათ.
ამავე საქმის გამოძიების ფარგლებში გასული წლის ივლისში ესპანელმა სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. გამოძიება ესპანეთში გასულ ზაფხულს დაიწყო, როდესაც ესპანეთის პოლიციამ გამოავლინა ლიბანში დაბადებული მოქალაქეების კუთვნილი, ესპანეთში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც სამხედრო დრონების ნაწილებითა და კომპონენტებით ვაჭრობდნენ.