„როიტერი“ – ერაყში სარაკეტო იერიში მიიტანეს სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული ძალებია განთავსებული
U.S. Army AH-64 Apache helicopters from 1st Battalion, 227th Aviation Regiment, 34th Combat Aviation Brigade, launch flares as they conduct overflights of the U.S. Embassy in Baghdad, Iraq December 31, 2019. U.S. Army/Spc. Khalil Jenkins/CJTF-OIR Public Affairs/Handout via REUTERS. THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY.
ერაყში სარაკეტო იერიში მიიტანეს სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული ძალებია განთავსებული. სამი რაკეტა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბალადის საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი ერაყელი ინსტრუქტორი.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.