„როიტერი“ - ერაყში აშშ-ის საელჩოს ჭურვები ესროლეს
„როიტერი“ - ერაყში აშშ-ის საელჩოს ჭურვები ესროლეს

ერაყში აშშ-ის საელჩოს ჭურვები ესროლეს.

„როიტერი“ ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ბოლო პერიოდის თავდასხმებს შორის.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შვიდი ჭურვი ჩავარდა.

აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჭურვების სროლის შედეგად საელჩოს ტერიტორია უმნიშვნელოდ დაზიანდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველი აფეთქება საელჩოს მახლობლად გამთენიისას მოხდა, რამაც ერაყის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დააზიანა.

პარალელურად, ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა დასავლეთ ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა, სადაც ბაზირებული არიან აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო ძალები.