„როიტერი“ - ეკვადორის ორ უმსხვილეს ციხეში ამბოხს სულ მცირე 18 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა
„როიტერი“ - ეკვადორის ორ უმსხვილეს ციხეში ამბოხს სულ მცირე 18 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეკვადორის ორ უმსხვილეს ციხეში ამბოხს სულ მცირე 18 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა რამდენიმე პოლიციელი.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის სასჯელაღსრულების უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასჯელაღსრულების ორივე დაწესებულებაში განთავსებულია პოლიციის სპეცდანაყოფები. არსებული ინფორმაციით, კოტოპახის პროვინციაში ერთ-ერთი საპატიმროდან გაქცევის მცდელობის დროს 45 მსჯავრდებული დააკავეს, ამბოხს 10 პატიმარი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. კიდევ რვა პატიმარი გარდაცვლილია გუაიასის პროვინციაში მდებარე ციხეში.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ეკვადორის სამ საპატიმროში დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებებს 79 მსჯავრდებული ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი