„როიტერი“ – დროებითი შეთანხმების ფარგლებში ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

23:00, 12.08.2026

დროებითი შეთანხმების ფარგლებში ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შუამავლების მეშვეობით განიხილება, არის აშშ-ის დროებით შეთანხმებაში დაბრუნება და მისი ვალდებულებების შესრულების ვადების განსაზღვრა. ამ საკითხზე არანაირი პროგრესი არ ყოფილა. გახანგრძლივებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან შეერთებულმა შტატებმა დროებითი შეთანხმება მისი მიღებიდან 48 საათში დაარღვია და რამდენიმე დღის შემდეგ მისგან გავიდა“, – განაცხადა ირანულმა წყარომ „როიტერთან“.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება თურქული სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. სააგენტო, პაკისტანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ თეირანი და ვაშინგტონი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი