„როიტერი“ - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ასევე არ აქვთ პირადი შეხვედრის გეგმა, თუმცა აღნიშნა, რომ 20 ოქტომბერს მათი სატელეფონო საუბარი „პროდუქტიული“ იყო.