„როიტერი“ – დონალდ ტრამპის სამშვიდობო მცდელობის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციას მოახდენს

18:02, 09.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო მცდელობის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციას მოახდენს, – ამის შესახებ სტატიას „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უარყოფს კიევთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მოწოდებებს.

„როიტერის“ თანახმად, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები აძლიერებს მის გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე ბრძოლა გააგრძელოს.

ორმა წყარომ ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, კონფლიქტის ესკალაციას მოახდენს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს რეგულარულად ხვდება, ამბობს, რომ მომდევნო თვეებში ესკალაციის მაღალი ალბათობა არსებობს.

წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინ პუტინმა გააკრიტიკა მრჩეველთა ჯგუფი, რომლებმაც შესთავაზეს ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტაზე დაფუძნებული კომპრომისი. კიდევ ერთი წყაროს თქმით, პუტინი ფიქრობს, რომ რუსეთი მალე დონბასს დაიპყრობს.

მსგავსი