„როიტერი“ - დონალდ ტრამპის მრჩევლები აღიარებენ, რომ უკრაინის ომის დასრულებას თვეები ან მეტი ხანი დასჭირდება
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები აღიარებენ, რომ უკრაინის ომის დასრულებას თვეები ან მეტი ხანი დასჭირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ დონალდ ტრამპის გუნდის ორ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალებასთან საუბარში ტრამპთან დაახლოებული ორი პირი აღნიშნავს, ომის ერთ დღეში დასრულების დაპირება საარჩევნო საუბრები იყო, ასევე გაუცნობიერების ნაზავი, თუ რამდენად მოუგვარებელია კონფლიქტი და რა დრო სჭირდება ახალი ადმინისტრაციის ფორმირებას.
„როიტერი“ წერს, რომ ეს შეფასებები ემთხვევა უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მომავალი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებას, რომელმაც „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გასულ კვირას თქვა, რომ ომის გადაწყვეტის პოვნას 100 დღის განმავლობაში ისურვებდა.