„როიტერი“ - დონალდ ტრამპის გარემოცვა კიმ ჩენ ინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობას განიხილავს
„როიტერი“ - დონალდ ტრამპის გარემოცვა კიმ ჩენ ინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვა განიხილავს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობას, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პირველი პირების პირდაპირმა კონტაქტმა, შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულზე შეიარაღებული კონფლიქტის რისკი შეამციროს.

სააგენტოს ორი წყარო ამტკიცებს, რომ ტრამპის გუნდი პირდაპირ კონტაქტს ყველაზე სავარაუდო გზად მიიჩნევს ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების აღსადგენად, თუმცა ამ ეტაპზე მათ შორის რაიმე გეგმებზე საუბარი ნაადრევია.

როგორც წყაროები აცხადებენ, კონტაქტის აღდგენის შესახებ ჩრდილოეთ კორეის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში კიმ ჩენ ინთან სამი შეხვედრა გაიმართა: სინგაპურში, ჰანოიში და კორეის საზღვართან.