„როიტერი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 დატოვოს
„როიტერი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 დატოვოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 დატოვოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც წყაროებმა „როიტერს“ განუცხადეს, სააგენტოში მხოლოდ 294 თანამშრომელს მიეცემა სამსახურის შენარჩუნების უფლება, მათ შორის მხოლოდ 12-ს აფრიკის ბიუროში და 8-ს აზიის ბიუროში.

ჯი ბრაიან ეტვუდმა, რომელიც USAID-ს ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ პერსონალის მასობრივი გათავისუფლება სააგენტოს ფაქტობრივად გაანადგურებს.