„როიტერი“ – დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე განცხადების გაკეთებას გეგმავს
WASHINGTON, DC - JANUARY 30: U.S. President Donald Trump talks to reporters from the Resolute Desk after signing an executive order to appoint the deputy administrator of the Federal Aviation Administration in the Oval Office at the White House on January 30, 2025 in Washington, DC. Trump also signed a memorandum ordering an immediate assessment of aviation safety and ordering an elevation of what he called “competence” over “D.E.I.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და უკრაინული მხარე გეგმავენ, მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი ოვალურ კაბინეტში მოაწერონ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო განმარტავს, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადების გაკეთება მას კონგრესში სიტყვით გამოსვლისას სურს, თუმცა წყაროები განმარტავენ, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი და სიტუაცია, შეიძლება, შეიცვალოს. უცნობია ისიც, შეიცვალა თუ არა შეთანხმების პირობები.
ცნობისთვის, გასულ კვირას თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. სწორედ ამ შეხვედრაზე მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ მინერალების შესახებ შეთანხმებისთვის.