„როიტერი“ - დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და ფინეთმა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს
„როიტერი“ - დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და ფინეთმა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს

დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და ფინეთმა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნებმა დაფინანსება ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მას შემდეგ შეუჩერეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან არის კავშირში.

„იტალიის მთავრობამ შეაჩერა გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა.

მანამდე გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს აშშ-მა, ავსტრალიამ და კანადამ.