„როიტერი“ - დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია, შეუტიოს რუსულ ლოგისტიკას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიყენოს ბრიტანული იარაღი
„როიტერი“ - დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია, შეუტიოს რუსულ ლოგისტიკას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიყენოს ბრიტანული იარაღი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან რუსული ლოგისტიკის მიზანში ამოღება ლეგიტიმური იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ქმედებები ბრიტანული იარაღის გამოყენებით მოხდეს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„უკრაინულმა ძალებმა რუსული არმიის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება თუ გადაწყვიტა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს ლეგიტიმური იქნება“, – განაცხადა უოლესმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის გადაცემა ნაკლებსავარაუდოა, რადგან უკრაინული ძალები მობილური ტიპის სარაკეტო გამშვებებს იყენებენ.

„რა თქმა უნდა, ასეა, რომ დიდი ბრიტანეთი ეხმარება და ეძებს არტილერიას უკრაინისთვის, რომელიც ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსული ძალების წინააღმდეგ გამოიყენება“, – დაამატა უოლესმა.