„როიტერი“ - დიდ ბრიტანეთში დამნაშავედ ცნეს ორი მამაკაცი, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებული და ასობით ებრაელის მკვლელობას გეგმავდნენ
„როიტერი“ - დიდ ბრიტანეთში დამნაშავედ ცნეს ორი მამაკაცი, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებული და ასობით ებრაელის მკვლელობას გეგმავდნენ

დიდ ბრიტანეთში ორი მამაკაცი, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები და ასობით ებრაელის მკვლელობას გეგმავდნენ, შეიარაღებული თავდასხმის დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციისა და პროკურორების თქმით, 38 წლის ვალიდ სადაუი და 52 წლის ამარ ჰუსეინი, რომლებიც ოქტომბერში მანჩესტერის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სინაგოგაზე მომხდარი სასიკვდილო თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ გაასამართლეს, ისლამისტი ექსტრემისტები იყვნენ, რომლებსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სურდათ რაც შეიძლება მეტი ებრაელი მოეკლათ.

ამასთან, ბრიტანელმა პროკურორებმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადეს, რომ სადაუიმ და ჰუსეინმა „ისლამური სახელმწიფოს“ შეხედულებები მიიღეს და „მოწამეობრივი სიკვდილით“ მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდოთ.

„მათი გეგმების განხორციელების შემთხვევაში, ეს დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო ტერორისტულ თავდასხმა იქნებოდა“, – განაცხადა ჩრდილო-დასავლეთ ინგლისის კონტრტერორიზმის პოლიციის უფროსის თანაშემწემ, რობერტ პოტსმა.