„როიტერი“ - დანიამ რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მომუშავე დაზვერვის 15 რუსი ოფიცერი გააძევა
„როიტერი“ - დანიამ რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მომუშავე დაზვერვის 15 რუსი ოფიცერი გააძევა

უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გაჟღერების საპასუხოდ, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მომუშავე დაზვერის 15 რუსი ოფიცრის გაძევების შესახებ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე იეპე კოფოდზე დაყრდნობით იუწყება.

„ეს არის სისასტიკისა და ომის დანაშაულის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც, როგორც ჩანს, ბუჩაში მოხდა. ჩვენ გვინდა, რუსეთს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ დანიის მიწაზე ჯაშუშობა მიუღებელია“, – აღნიშნა კოფოდმა.

მანამდე, დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსეთის საელჩოში დასაქმებულია ჯაშუშობაში ჩართული დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი.