„როიტერი“ - ჩინეთმა და რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად მოამზადეს რეზოლუციის პროექტი, რომლითაც საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, ჩრდილოეთ კორეას სანქციები შეუმსუბუქონ
„როიტერი“ - ჩინეთმა და რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად მოამზადეს რეზოლუციის პროექტი, რომლითაც საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, ჩრდილოეთ კორეას სანქციები შეუმსუბუქონ

ჩინეთმა და რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად მოამზადეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, შეამსუბუქონ ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული სანქციები, მათ შორის ზღვის პროდუქტების, ქანდაკებების, ტექსტილის და რაფინირებული ნავთობის ექსპორტზე. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტი მოიცავს ჩრდილოეთ კორეელებისათვის საზღვარგარეთ მუშაობის აკრძალვის მოხსნას და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დაწყებული სარკინიგზო, საგზაო თანამშრომლობის პროექტების განახლებას.

პროექტში აღნიშნულია, რომ სანქციების მოხსნა მნიშვნელოვანი იქნება ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის, საარსებო წყაროს გაზრდის კუთხით. მედიის ცნობით, ჩინეთსა და რუსეთს ჯერჯერობით რეზოლუციის წარდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ დაუწყიათ. რეზოლუციის მისაღებად უშიშროების საბჭოს ცხრა წევრის ხმა იქნება საჭირო, ხოლო მუდმივმა წევრებმა პროექტს ვეტო არ უნდა დაადონ.

მედიის განცხადებით, გაერო-ში აშშ-ის მისიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ გაერო-ს ყველა წევრი ორიენტირებული უნდა იყოს მათზე, ვინც დაწესებულ სანქციებს არღვევს.

ბირთვულ და ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობის გამო, გაერო-მ ჩრდილოეთ კორეას სანქციები 2006 წელს დაუწესა. მიუხედავად გაერო-ს მოწოდებისა, ქვეყანა არ წყვეტს სარაკეტო პროექტებზე მუშაობას