„როიტერი“ - ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საგარეო რისკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ საგარეო რისკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩინეთის ეკონომიკის მთავარი მახასიათებლები, როგორებიცაა მისი პოტენციალი, გამორჩეული გამძლეობა, ძლიერი სიცოცხლისუნარიანობა, მოქმედების დიდი სივრცე და ბევრი პოლიტიკური ინსტრუმენტი – არ შეცვლილა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მტრული დამოკიდებულების, საგარეო და პანდემიის შედეგად გამოწვეული რისკების ფონზე „ორმაგი ცირკულაციის“ სტრატეგია ქვეყანას განვითარებაში დაეხმარება.
„როიტერი“ წერს, რომ მსოფლიოში მეორე, ყველაზე დიდმა ეკონომიკამ პანდემიის შემდგომ პერიოდში განვითარება მალევე შეძლო, თუმცა ექსპერტების აზრით, ჩინეთს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ტემპის შენარჩუნება გაუჭირდება.
„ჩვენ უნდა განვვითარდეთ უფრო არასტაბილურ და გაურკვეველ სამყაროში“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.