„როიტერი“ -  ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ
„როიტერი“ - ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა.

მისი თქმით, ივლისის და არა აგვისტოს თვეში ჩინეთმა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი გამოსცადა და არა ბირთვული შესაძლებლობების მქონე ზებგერითი რაკეტა.

ჟაო ლიცზიანის თქმით, განხორციელდა კოსმოსური დანადგარის ტესტირება, რომლის მიზანს იაფი კოსმოსური ტექნოლოგიების გამოცდა წარმოადგენდა.

გასულ დღეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა საჯარო განცხადების გარეშე ბირთვული შესაძლებლობების მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა. მედიის ცნობით, რაკეტამ დედამიწას შემოუარა და ამის შემდეგ დაეშვა სამიზნის გასანადგურებლად, თუმცა სამიზნეს 32 კილომეტრით ასცდა.