„როიტერი“ – „ბრიქსის“ ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ, რომელშიც, სავარაუდოდ, კონკრეტული ქვეყანა არ იქნება მოხსენიებული, თუმცა დაგმობილი იქნება ნებისმიერი ქვეყნის მიერ ცალმხრივად წარმოებული ომი

12:41, 12.09.2026
A man walks inside Bharat Mandapam, the venue of the BRICS Summit in New Delhi, India, September 12, 2026. REUTERS/Bhawika Chhabra

A man walks inside Bharat Mandapam, the venue of the BRICS Summit in New Delhi, India, September 12, 2026. REUTERS/Bhawika Chhabra

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ, რომელშიც, სავარაუდოდ, კონკრეტული ქვეყანა სახელდებით არ იქნება მოხსენიებული, თუმცა დაგმობილი იქნება ნებისმიერი ქვეყნის მიერ ცალმხრივად წარმოებული ომი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბლოკი, რომელშიც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შედიან, ნიუ დელიში ყოველწლიურ სამიტს მართავს.

„როიტერის“ ცნობით, წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ, აღმოფხვრან უთანხმოება ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, რომლებიც სპარსეთის ყურის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ, რათა კონსენსუსზე დაფუძნებული დეკლარაცია შეიმუშაონ. წყაროების ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერები დეკლარაციას, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებენ.

მსგავსი