„როიტერი“ - ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნება
„როიტერი“ - ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნება

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანის პარლამენტის სპიკერის, ბაგერ გალიბაფის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაგერ გალიბაფის განცხადებით, თეირანსა და გაერო-ს ბირთვულ მეთვალყურეს შორის დადებული სამთვიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, რის გამოც სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემებზე წვდომა აღარ ექნება.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის განუცხადა. გროსი ირანში მონიტორინგის შეთანხმების გახანგრძლივების თაობაზე იმყოფება, რომელმაც 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი.

„როიტერის“ ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაართულოს ვენაში, თეირანსა და ექვს სახელმწიფოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.

2015 წლის შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულებაში გაიწერა დამატებითი პროტოკოლი, რაც სააგენტოს მოკლევადიან ინსპექციებს ითვლისწინებს იმ ობიექტებზე, რომლებზეც ირანს ინფორმაცია არ მიუწოდებია. ინსპექციები ტარდება იმის გასამყარებლად, რომ ბირთვული სამუშაოები არ მიმდინარეობს ფარულად და სამხედრო მიზნებისთვის.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, პროტოკოლის მიზანი ირანისთვის ბირთვული იარაღის დამზადების შესაძლებლობაში ხელის შეშლაა. მისივე თქმით,  ბირთვული იარაღის დამზადება თეირანს არასოდეს სურდა.

გალიბაფის განცხადებით, უმაღლესი ხელისუფლება და სულიერი ლიდერი, ალი ხამენეიც მხარს უჭერენ პარლამენტის გადაწყვეტილებას.

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს, რომელზეც ირანის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნისა და შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხები განიხილება.