„როიტერი“ - ბელგრადში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები კი სამართალდამცველებს სხვდასხვა საგანს ესროდნენ და ნაგვის კონტეინერები დაწვეს.

მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე ბელგრადის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. სტუდენტების ხელმძღვანელობით გამართული აქციის მონაწილეები არჩევნების ჩატარებას და რეფორმების განხორციელებას ითხოვდნენ.

საპროტესტო აქციები სერბეთში 2024 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურში თაღის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.