„როიტერი“ - ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიელ ამბოხებულებსა და სირიელ ქურთებს შორის დაპირისპირება დაიწყო
ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიელ ამბოხებულებსა და სირიელ ქურთებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სირიელი ამბოხებულები აცხადებენ, რომ ქურთულ სამხედრო ჯგუფებთან დაპირისპირება სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მანბიჯში მიმდინარეობს.
ისლამისტი აჯანყებულები თანამშრომლობდნენ ქურთებთან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასამხობად.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიელმა ამბოხებულებმა ქურთების მიერ კონტროლირებულ ქალაქ დეირ ელ-ზორზეც დაიწყეს თავდასხმა და ქალაქი დაიკავეს, თუმცა მოგვიანებით ქურთულმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ეს ინფორმაცია უარყო.
ქურთული მედია წერს, რომ ქურთული სამხედრო ჯგუფები ამ დროისთვის სირიის დაახლოებით 40 პროცენტს აკონტროლებენ.