„როიტერი“ – ბარსელონასთან სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა, სულ მცირე, 20 ადამიანი
ბარსელონასთან ახლოს სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე, 20 კი დაშავდა.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, დაღუპული მატარებლის მემანქანეა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მატარებელი გელიდასა და სანტ სადურნის შორის ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგზე გადაქცეულ შემაკავებელ კედელს შეეჯახა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ბარსელონის გარეუბანში, გელიდაში, შემთხვევის ადგილზე 20 სასწრაფო დახმარების მანქანა და 38 სახანძრო ჯგუფია გაგზავნილი.