„როიტერი“ - ავღანეთში გერმანიის 300-მდე მოქალაქე, ასევე ხუთი ათასამდე ავღანელი და მათი ოჯახის წევრები რჩებიან, რომლებიც გერმანიასთან თანამშრომლობდნენ
„როიტერი“ - ავღანეთში გერმანიის 300-მდე მოქალაქე, ასევე ხუთი ათასამდე ავღანელი და მათი ოჯახის წევრები რჩებიან, რომლებიც გერმანიასთან თანამშრომლობდნენ

ავღანეთში გერმანიის 300-მდე მოქალაქე, ასევე ხუთი ათასამდე ავღანელი და მათი ოჯახის წევრები რჩებიან, რომლებიც გერმანიასთან თანამშრომლობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

გერმანიის მიერ ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო პროცესის შედეგად, 5 347 ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის 4 100 ავღანელი.

გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, ავღანეთში ქვეყნის 300-მდე მოქალაქე რჩება, ასევე ის ავღანელები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც გერმანიასთან თანამშრომლობდნენ.

ამასთან, ავღანელი თანამშრომლების დახმარების ქსელის სპონსორის, მარკუს გროტიანის განცხადებით, ავღანეთში დარჩენილი გერმანელების დამხმარე პერსონალის და მათი ოჯახის წევრების რიცხვი დაახლოებით ხუთი ათასია.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ მომენტისთვის მათ გამოსაყვანად პრობლემას ქმნის ის, რომ გერმანიის საელჩო ავღანეთში დახურულია და აღნიშნულ პირებს გერმანიაში ჩასასვლელად შესაბამის საბუთების მიღება არ შეუძლიათ.

გროტიანის განცხადებით, თანამშრომლების დახმარების ქსელი გააკეთებს ყველაფერს ავღანეთში დარჩენილი დამხმარე პერსონალის და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად. გერმანიის განცხადებით, ავღანეთიდან ლტოლვილების მიღების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში რჩება 31 აგვისტოს შემდეგაც.