„როიტერი“ - ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის მასშტაბური შეტევა მოიგერიეს
„როიტერი“ - ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის მასშტაბური შეტევა მოიგერიეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის მსხვილმასშტაბიანი შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჰელმანდის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის, ათაულა ავღანის განცხადებით, თალიბანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა და ლაშქარგაჰის რეგიონში რამდენიმე პოზიცია დაიკავა. თუმცა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ავიადარტყმებისა და რაიონში ელიტარული დანაყოფის, „კომანდოსის“ გადასროლის შედეგად აჯანყებულთა შეტევა მოიგერიეს.

სროლები რაიონში დღეს დილითაც მიმდინარეობდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

თალიბანმა შეტევები ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ განაახლა. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ჯარების გაყვანის პროცესი მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.