„როიტერი“ - ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
„როიტერი“ - ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, აშრაფ ღანიმ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული დატოვა და ტაჯიკეთში გადავიდა.

დაჯგუფება „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.