„როიტერი“ – ათობით თურქ ჟურნალისტს ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს

20:39, 25.06.2026

ათობით თურქ ჟურნალისტს ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ თანახმად, თურქულმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის Cumhuriyet-მა, Sozcu-მ, Anka-მ, T24-მა და Medyascope-მა 24 და 25 ივნისს განაცხადეს, რომ ნატო-მ მათ რეპორტიორებს სამიტზე აკრედიტაციის განაცხადებზე  უარი უთხრა. მთავრობის მომხრე გაზეთ „იენი საფაკის“ ჟურნალისტმა, ერსინ ჩელიკმა კი, თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ აკრედიტაციაზე უარი მიიღო.

„როიტერის“ ინფორმაციით, ნატო აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან დაკავშირებით თურქეთის რჩევებს ეყრდნობა.

7-8 ივლისს თურქეთი ნატოს 32 ლიდერს, ასევე სპარსეთის ყურისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ალიანსის პარტნიორების ოფიციალურ პირებს უმასპინძლებს.

მსგავსი