„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს
„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.

„როიტერის“ ცნობითვე, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, ასევე სათადარიგო ნაწილს, ტრენინგებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

გარდა ამისა, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების გამო, მოსკოვისთვის სანქციების დაწესებასაც გეგმავს.