„როიტერი“ – აშშ სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე საელჩოებიდან პერსონალის ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების იძულებით გაყვანისთვის ემზადება

01:49, 22.10.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე საელჩოებიდან პერსონალის ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების იძულებით გაყვანისთვის ემზადება. ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემას წყარომ განუმარტა, გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების შესაძლო განახლებას უკავშირდება, განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებული იემენელი „ჰუსიტების“ შესაძლო თავდასხმებს.

რიადში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება, სადაც საუბარია საუდის არაბეთზე „ჰუსიტების“ შესაძლო ახალ თავდასხმებზე.

„როიტერის“ წყაროები აღნიშნავენ, რომ არ არის გამორიცხული, საუდის არაბეთში აშშ-ის მისიის მთელი პერსონალი და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდეს.

მსგავსი