„როიტერი“ - აშშ-ში ჰუმანიტარული პროგრამით მყოფ რამდენიმე უკრაინელს შეტყობინებით აცნობეს, რომ ემიგრანტის სტატუსი გაუუქმდათ, ოფიციალურმა უწყებამ კი განმარტა, რომ წერილი შეცდომით გაიგზავნა
„როიტერი“ - აშშ-ში ჰუმანიტარული პროგრამით მყოფ რამდენიმე უკრაინელს შეტყობინებით აცნობეს, რომ ემიგრანტის სტატუსი გაუუქმდათ, ოფიციალურმა უწყებამ კი განმარტა, რომ წერილი შეცდომით გაიგზავნა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში, ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში ლეგალურად მყოფმა რამდენიმე უკრაინელმა ელექტრონული შეტყობინება მიიღო, რითიც აცნობეს, რომ ემიგრანტის სტატუსი გაუუქმდათ და შვიდი დღე ჰქონდათ ქვეყნის დასატოვებლად.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოგვიანებით განმარტა, რომ წერილი შეცდომით იყო გაგზავნილი და 2022 წლის ომის შემდეგ ამოქმედებული ჰუმანიტარული პროგრამა არ შეჩერებულა.

მარტის დასაწყისში „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაახლოებით 240 000 უკრაინელის დროებითი სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს. სააგენტოს წყაროების ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, აპრილში მიიღონ.