„როიტერი“ – აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა, რამაც ნავთობის ფასები გაზარდა, ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამწვავდება

00:26, 11.12.2025

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა, რამაც ნავთობის ფასები გაზარდა და ეს ქმედება ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანონიმურ პირებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ოპერაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა ხელმძღვანელობდა. თუმცა ისინი არ ასახელებენ, რომელი დროშის ქვეშ მცურავი ტანკერია დაკავებული და ზუსტად სად მოხდა შემთხვევა.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების მასშტაბური განლაგების, მათ შორის ავიამზიდის, გამანადგურებლებისა და ათიათასობით ჯარისკაცის განლაგების ბრძანება გასცა.

მსგავსი