„როიტერი“ - აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს
„როიტერი“ - აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს

აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, სატელიტურ ინტერნეტ „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე.

ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.

„სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.

„როიტერის“ ინფორმაციით, საკითხი კვლავ წამოიჭრა 20 თებერვალს, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგსა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრების დროს. სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე უკრაინის ხელმძღვანელობას უთხრეს, რომ ინტერნეტის მომსახურება გაითიშება, თუ წიაღისეულზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.