„როიტერი“ – აშშ-ისა და ირანის ოფიციალური წარმომადგენლები შუამავლებს ცალ-ცალკე ესაუბრნენ, რაც ომის დასრულების მიზნით განახლებული ძალისხმევის ნაწილი იყო
აშშ-ისა და ირანის ოფიციალური წარმომადგენლები შუამავლებს ცალ-ცალკე ესაუბრნენ, რაც შვიდთვიანი ომის დასრულების მიზნით განახლებული ძალისხმევის ნაწილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის წყაროს ცნობით, შემდგომი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ირანის მიერ გასულ კვირას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში წარდგენილი შვიდდღიანი წინადადების შესწორებულ ვერსიაზე იქნება ფოკუსირებული.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, რომელიც გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის შემდეგ ნიუ იორკში დარჩა, განაცხადა, რომ ირანი აშშ-ისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს წინადადებებზე პასუხს და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენის პირობებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციას ელოდება.
„ამერიკელები თუ აცხადებენ, რომ შეთანხმებას ან მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ეძებენ, ჩვენ ეს გამოსავალი უკვე შევთავაზეთ“, – განაცხადა არაღჩიმ.