„როიტერი“ – აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს

22:58, 22.07.2022

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში დღიურად ასობით მსხვერპლს იღებს და ათასობით ლეიტენანტისა და კაპიტნის დაკარგვის გამო, მისი სარდლობის ჯაჭვს უჭირს. ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, აღნიშნა, რომ ლეიტენანტებისა და კაპიტნების გარდა, ასევე ასობით პოლკოვნიკი და ბევრი რუსი გენერალი დაიღუპა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინამ 100-ზე მეტი მაღალი ღირებულების რუსული სამიზნე გაანადგურა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალის საწყობები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები და ა.შ.

მსგავსი