„როიტერი“ - აშშ-ის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60 პროცენტი წარუმატებელია
„როიტერი“ - აშშ-ის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60 პროცენტი წარუმატებელია

ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60 პროცენტი წარუმატებელია. ინფორმაციას ექსკლუზიურად სააგენტო „როიტერი“ ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ წარუმატებლობის ბრალია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვის თავზე მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ განიცადა.

„როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, რაკეტების წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა, რაკეტების გაშვების პროცესში არსებული ხარვეზი იყოს.