„როიტერი“ - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე 50 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა
„როიტერი“ - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე 50 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე 50 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა.

ამერიკის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მომდევნო 11 დღის განმავლობაშიც შეეძლებათ.

აშშ-ს საარჩევნო პროექტის თანახმად, თუ მოსახლეობა ხმის მიცემას ამ ტემპით გააგრძელებს, შესაძლოა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბოლო საუკუნის განმავლობაში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდეს.

„როიტერი“ წერს, რომ ბევრ შტატში მოქალაქეებს ხმის მიცემა როგორც საარჩევნო უბნების, ასევე ფოსტის მეშვეობითაც შეუძლიათ.