„როიტერი“ – აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა, კრემლში აცხადებენ, რომ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ
აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა.
Flightradar24-ის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო ძალების C-17A Globemaster III სატრანსპორტო თვითმფრინავი დღეს რუსეთში ლატვიის დედაქალაქ რიგადან აფრინდა. იქამდე კი, ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან აფრინდა, შემდეგ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაჩერდა, ბოლოს კი მოსკოვში დაეშვა.
„როიტერის“ ცნობით, ამ ტიპის თვითმფრინავებს, რომლებსაც არაერთი ქვეყნის საჰაერო ძალები იყენებს, ტვირთის ან მგზავრების გადაყვანა შეუძლიათ და ზოგჯერ დიპლომატიური პერსონალის გადასაყვანადაც გამოიყენება.
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მოსკოვში ამერიკელ დიპლომატებს არ ელოდებიან.