„როიტერი“ - აშშ-ის სამხედრო გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე თავდასხმაზე აშშ-ის ძალები არიან პასუხისმგებელი
„როიტერი“ - აშშ-ის სამხედრო გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე თავდასხმაზე აშშ-ის ძალები არიან პასუხისმგებელი

აშშ-ის სამხედრო გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ირანში გოგონების დაწყებით სკოლაზე თავდასხმაზე აშშ-ის ძალები არიან პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ორ ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამხედრო გამომძიებლებს გამოძიება არ დაუსრულებიათ და საბოლოო დასკვნამდე არ მისულან.

სამხრეთ ირანში, ქალაქ მინაბში, გოგონების სკოლას შაბათს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების პირველ დღეს დაარტყეს. გაერო-ში ირანის ელჩმა, ალი ბაჰრეინიმ განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად 150 მოსწავლე დაიღუპა.